თბილისის 2023 წლის ბიუჯეტი მცირდება, თუმცა, საჯარო მოხელეების ანაზღაურება იზრდება

323

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, თბილისის ბიუჯეტი 121 მილიონი ლარით მცირდება, თუმცა, 9 მილიონით იზრდება შრომით ანაზღაურება. მომავალი წლიდან გაიზრდება საჯარო მოხელეების ანაზღაურებაც.

ახალ პროექტს აკრიტიკებენ ოპოზიციაში. ისინი ამბობენ, 2023 წლის ფინანსური დოკუმენტი ვერ პასუხობს თბილისის ახლანდელ გამოწვევებს.

ოპოზიციის თქმით, “ქართულ ოცნებას” ახალ ბიუჯეტში გათვალისწინებული არ ჰყავს დედაქალაქის მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ნაწილი. მათთვის გამოყოფილი სოციალური სასადილოების დღიური ულუფებისთვის გამოყოფილი თანხა კვლავ 1 ლარი და 70 თეთრი რჩება.

შეგახსენებთ რომ საკრებულომ თბილისის ბიუჯეტი დეკემბერში უნდა დაამტკიცოს.