ისანში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყო

348

ისნის რაიონში, კერძოდ, ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონის მე-2 კვარტალის
მიმდებარედ კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყო. ამის შესახებ თბილისის
მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პროქტის მიხედვით, სამუშაოები, ჯამში 11 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა, საიდანაც, დაახლოებით, ნახევარი ჰექტარი რეკრეაციული სივრცის ტერიტორიაა, მიმდებარე არეალი კი თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა
მოაწყო.

ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო ატრაქციონები, დასასვენებელი სივრცეები, ფიტნეს ზონა, მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო სივრცე, ასევე, დამონტაჟდა გარე განათების ქსელი, დაირგო ხე-მცენარეები, მოეწყო სარწყავი სისტემა და სპორტული მოედანი, ასევე, გზის ორივე მხარეს შშმ პირთათვის ადაპტირებული ტროტუარი და საფეხმავლო ბილიკები მოეწყო.

პროექტის ჯამური ღირებულება 2 332 540 ლარს შეადგენს.