გლდანის გამგეობის 2022 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

406

გლდანის რაიონის გამგეობის 2022 წლის პროექტების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ზურაბ ქაშიაშვილმა საზოგადოებას გამგეობის მიერ ერთი წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

“მიმდინარე წლის განმავლობაში, გლდანში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურა 97 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა; წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელი 22 მისამართზე მოეწყო; რაიონს 10 მრავალფუნქციური სკვერი შეემატა; სკვერებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთება-რეაბილიტაცია 55 მისამართზე ჩატარდა; საბავშვო-გასართობი ატრაქციონები 4 მისამართზე განთავსდა; გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა 5 მისამართზე დასრულდა; ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, 3 მისამართზე სრულიად ახალი სპორტული მოედანი მოეწყო, 15 მისამართზე კი – რეაბილიტირდა; ასევე, 2 მისამართზე სავარჯიშო ტრენაჟორები განთავსდა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 2022 წელს 178 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა. მათ შორის, 74 საცხოვრებელ კორპუსში სახურავი და წყალსაწრეტი მილები შეიცვალა; 25 ლიფტის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა და 28 კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა.

მიმდინარე წელს გამგეობამ სხვადასხვა ტიპის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩაატარა, ორი წინა საახალწლო ღონისძიება კი ამჟამად მიმდინარეობს.