ვერეს ხეობაში ჩამოშლილი ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

379

ვერეს ხეობაში, კერძოდ, გაბაშვილის ქუჩის N11 კორპუსის მიმდებარედ ჩამოშლილი ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მიწის ქვეშ, 9 მეტრის სიღრმეში კეთდება ხიმინჯები. კედლის სიგანე დაახლოებით 140 მეტრი, ხოლო, სიმაღლე კი 9 მეტრი იქნება. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ ვაკის რაიონის გამგეობა კეთილმოწყობისა და გამწვანების სამუშაოებს ჩაატარებს.

პროექტის განსახორციელებლად დაახლოებით 3 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოების დასრულება კი 2023 წლის თებერვალში იგეგმება.