თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 3 დასახლებაში სპორტული სივრცეები მოეწყო

462

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის გადაწყვეტილების შესაბამისად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში: ხაიშში, ქოთიშსა და ასურეთში სპორტული სივრცეები მოეწყო.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტრენაჟორების მონტაჟისთვის სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 69 579 ლარი გამოიყო.

„სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადმინისტრაციულ ერთეულებში, ხელს უწყობს მომავალ თაობებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. აღსანიშნავია, რომ დასახლების საერთო კრებებზე მოსახლეობა თავად ირჩევს, რა უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია მათი დასახლებებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.