სტადიონის რეაბილიტაციისთვის ქუთაისის მერია ასი ათას ლარზე მეტს დახარჯავს

1248

ქუთაისის მერია ლადო ასათიანის ქუჩის მე-5 ჩიხში მდებარე სტადიონის რეაბილიტაციას გეგმავს. სარეაბილიტაციო სამუშოებისთვის მერიამ 116 963 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების დადებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღეა.