ახალციხის სოფელ ღრელში სკვერი და სპორტული მოედანი მოეწყობა

285

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელში სკვერისა და სპორტული მოედნის მოსაწყობად, ახალციხის მერიამ 203 747 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, 450 კვ.მ. ფართობის სკვერი ღრელის ცენტრალური გზის პირას მოეწყობა და მორგებული იქნება არსებულ რელიეფს.

პროექტის ტენდერზე წინადადებების მიღება 1 დეკემბერს დაიწყება და 6 დეკემბერს დასრულდება.