ბორჯომის სოფელ ლიკანში სპორტულ მოედანს აკეთებენ

352

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას აგრძელებს. ამჯერად, სრულიად ახალი სპორტული მოედანი სოფელ ლიკანში, მესხეთის N107 ეწყობა. სამუშაოებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტიდან 145 142 ლარია გათვალისწინებული.

პროექტის ფარგლებში, მოედანზე ბალახის ხელოვნური საფარი დაიგება, დამონტაჟდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთისა და კალათბურთის კარები და ფარები, მოეწყობა განათების სისტემა, ასევე შემოიღობება მოედანი.

“ადგილობრივი მოსახლეობის სურვილი იყო, რომ აღნიშნულ მისამართზე მოეწყოს სპორტული მოედანი. მათ ამისათვის ფარდულების დემონტაჟი განახორციელეს. ჩვენ რა თქმა უნდა დავეთანხმეთ მათ თხოვნას. ახალგაზრდების ჩართულობა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის საქმეში უმნიშვნელოვანესია. მსგავსი მინი მოედანი სხვადასხვა უბნებში და სოფლებში მოეწყო. პროცესი მომავალ, 2023 წელსაც გაგრძელდება”, – განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა.

სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ადგილზე გაევნენ.