ხაშურის მერია საახალწლო კონცერტისთვის 40 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს

370

ხაშურის მუნიციპალიტეტის კულტურისა, ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრმა, ახალი წლის ღამეს კონცერტის ჩატარებისთვის ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო ხელშეკრულების მიხედვით, აღნიშნული კონცერტისთვის 40 000 ლარია გათვალისწინებული.

“ღონისძიება ჩატარდება ხაშურში, ქალაქის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე 2022 წლის 31 დეკემბერს და 2023 წლის 1 იანვრის ღამეს. კონცერტი დაიწყება 21:30 საათზე, ხანგრძლივობა არანაკლებ 3 საათი” , – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.