რუსთავის ბიუჯეტიდან საახალწლო განათებებზე, ნაძვის ხესა და ღონისძიებებზე 268 813 ლარი დაიხარჯა.
კოსტავას გამზირზე, მეგობრობაზე, შარტავაზე, თოდრიაზე, სხვადასხვა ქუჩასა და რეკრეაციულ სივრცეში დამონტაჟებული საახალწლო განათებების შესაძენად ააიპ “რუსთავსერვის ცენტრს” სამი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, რისთვისაც საერთო ჯამში 195 013 ლარი დაიხარჯა.
საახალწლო ღონისძიებები კი ააიპ “რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრმა” 73 800 ლარად შეისყიდა.
ცნობისთვის, რუსთავში საახალწლო დეკორაციების მონტაჟი ნოემბერში დაიწყო და მასში ჩართულები იყვნენ მერიის სხვადასხვა აიპისა და სამსახურის თანამშრომლები.