თელავში საახალწლო ღონისძიებებსა და განათებებზე 500 000 ლარამდე დაიხარჯება

450

თელავში საახალწლო ღონისძიებებსა და განათებებზე 500 000 ლარამდე დაიხარჯება.

არსებული ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებებზე ცენტრალური ბიუჯეტიდან 300 000 ლარი, ხოლო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარი გამოიყოფა, რომელიც ქალაქში საზეიმო განათებების მონტაჟს მოხმარდება.

აღნიშნულ საკითხზე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა. 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის ძირითადი მოტივი იყო ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, საახალწლო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, თანხის მობილიზება. მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებების განხორციელებას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.