გორს საახალწლო ღონისძიებების ჩასატარებლად 360 000 ლარი მთავრობამ გამოუყო

370

გორს საახალწლო ღონისძიებების ჩასატარებლად 360 000 ლარი მთავრობამ გამოუყო.

როგორც კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი გვანცა მჭედლიშვილი წერს, თანხა, საახალწლო ღონისძიებების ჩასატარებლად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გამოიყო.

“ღონისძიება ატარებს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათს, ვინაიდან ახალი წლის დღესასწაული არის წლის მთავარი მოვლენა, ყველაზე მასშტაბური საზეიმო დღესასწაული, რომელიც მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, უკვე მეორე წელია ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში აღინიშნება სხვადასხვა საზეიმო შოუ-პროგრამებითა და ღონისძიებებით (კონცერტები; საშობაო ბაზრობების, გამოფენა-გაყიდვების, საბავშვო გასართობი სივრცეების, ფოტოგადასაღები ზონებისა და საახალწლო ინსტალაციების მოწყობა; მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვების თოვლის ბაბუასთან შეხვედრის ცერემონია, ფოიერვერკი და სხვა) და მასში ჩართულია ყველა ასაკის მოქალაქე,” – განაცხადა მჭედლიშვილმა

გორის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიების ჩატარება დაგეგმილია 2022 წლის 31 დეკემბერს, ხოლო, საახალწლო ზღაპარი პატარებისთვის 2023 წლის 3,4,5 იანვარს.

17 დეკემბერს კი ნაძვის ხე აინთება და “ლაუდსფიქერსის” კონცერტი გაიმართება.