გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

391

გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. 7 დეკემბერს ამ პოსტზე ნატა რუაძე დაინიშნა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცლეებს.

ნატა რუაძემ დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით, ხოლო შემდგომ მაგისტრატურა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში. არის სამართლის მაგისტრი.

2015 – 2018 წლებში მუშაობდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროს სპეციალისტად. 2018 – 2022 წლებში იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის შესყიდვების განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. 2021 წლიდან გაერთიანების ხელმძღვანელად დანიშვნამდე მუშაობდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის მე -3 რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტად.