ქალაქ მარნეულში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, გარეგანათების ბოძი დაზიანებულია. ბოძის საძირკველი გადახრილია, ლამპიონი საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს მდებარეობს და მას, ფაქტობრივად, ხე იკავებს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში აცხადებენ, რომ ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე გარეგანათების ბოძი მოსახლეობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბოძს წაქცევა არ ემუქრება.
მიუხედავად ამისა, მერიაში ამბობენ რომ გარეგანათების ბოძს შეკეთება სჭირდება, რომლის სამუშაოებიც, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს დაიწყება.