ხარჩილავა: მანქანის დაწვა უკავშირდება მხოლოდ პოლიტიკურ საქმიანობას

319

წინა სტატია

შემდეგი სტატია

წალნეჯიხის მერი, გია ხარჩილავა, რომელსაც სახლთან მანქანა, სავარაუდოდ, განზრახ დაუწვეს, ცენტრალურ ხელისუფლებას და “ქართულ ოცნებას” უყურადღებობაში ადანაშაულებს. მერი მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკვაშირებს და ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ, არაერთი მცდელობის მიუხედავად მმართველი გუნდი წალენჯიხასთან არ თანამშრომლობს.

ხარჩილავამ თქვა, რომ მუნიციპალიტეტი მუდმივად და ჯიუტად იწვევდა ყველა ადგილობრივ ღონისძიებაზე ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს – “მთელი ამ წლის განმავლობაში გვქონდა სრული იგნორირება, თითქოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის შედეგები დღესაც მიუღებელია მათთვის”.

“როცა ჩვენ დავნიშნეთ დამატებითი ექსპერტიზა და მოვუწოდებთ საელჩოებს მონიტორინგისკენ და ყურადღებისკენ, სწორედ ხელისუფლების მიდგომა მიბიძგებს აქეთკენ, რომ პოლიტიკური ნაწილი გამოძიების ნაწილში ჩაერთვება. […] ყველა არსებული ფაქტით, იმ ხელნაწერით, რაც ადგილზეა, მე როგორც დაზარებულ მხარეს მაქვს უფლება, რომ კონკრეტულად გამოვაცხადო, ეს იყო ადამიანის მიერ მოწყობილი ხანძარი. როცა ამ დასკვნამდე მივდივარ, ჩემ ბიოგრაფიაში, ეს უკავშირდება მხოლოდ პოლიტიკურ საქმიანობას”, – ამბობს ხარჩილავა.

ცნობისთვის, 12 ოქტომბერს ხარჩილავას სახლის წინ პირადი ავტომობილი დაუწვეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, ავტომობილი კი ექპსერტიზაზეა გადაყვანილი.