კარლ ჰარცელი: გლდანში საარჩევნო შტაბის დაწვა საშიში სისხლის სამართლის დანაშაულია

452
ევროკავშირის ელჩი

გლდანში საარჩევნო შტაბის დაწვა საშიში სისხლის სამართლის დანაშაულია , – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რითაც გლდანში, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას შტაბის დაწვის ფაქტს გამოეხმაურა.

ელჩის მოწოდებაა, ყველა საჭირო რესურსის მობილიზებისკენ სწრაფი და სანდო გამოძიების უზრუნველსაყოფად.

”გლდანში საარჩევნო შტაბის დაწვა საშიში სისხლის სამართლის დანაშაულია. დაწყებულია გამოძიება და მოვუწოდებ ყველა საჭირო რესურსის მობილიზებისკენ სწრაფი და სანდო გამოძიების უზრუნველსაყოფად. იმედი მაქვს და მჯერა, რომ დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან,” – აცხადებს კარლ ჰარცელი.

ცნობისთვის, გლდანის მესამე მიკრო რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანი-ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დარბიეს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, გლდანში მესამე მიკრორაიონში გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი შტაბი კობიაშვილ-კალაძესთან ძალიან ახლო ურთიერთობაში მყოფი, “კანონიერი ქურდის” ნოდარ შუკაკიძის დავალებით გადაწვეს.