სასამართლომ არჩევნებთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” სარჩელი არ დააკმაყოფილა

489

წინა სტატია

თბილისის საქალაქო სასამართლომ არჩევნებთან დაკავშირებით “ერთიანი ნაციონალური მორაობის” სარჩელი არ დააკმაყოფილა. ენმ-ძალა ერთობაშიას წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით, სავარაუდოდ, ისინი გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ.

ნაციონალური მოძრაობა საოლქო საარჩევნო კომისიების ოქმებს ასაჩივრებდა და მათ გაბათილებას მოითხოვდა. ენმ-ის გარდა, სარჩელები არ დაუკმაყოფილეს არც სხვა პარტიებს, მათ შორის, ევროპულ საქართველოსა და დემოკრატიული მოძრაობა — ერთიან საქართველოს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების შემაჯამებელი ოქმი 13 ნოემბერს მიიღეს. ცესკომ ოპოზიციის არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.

სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რადგან ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ცესკო შემაჯამებელ ოქმს უკანონოდ და დაჩქარებული ვადებით იღებს.