პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნების მოწყობას კატეგორიულად არ ეთანხმება.
“21 ნოემბერს, საარჩევნო უბნებთან ქართული ოცნების მხარდაჭერებისთვის სირცხვილის დერეფნების მოწყობას კატეგორიულად არ ვეთანხმები! ნებისმიერი პარტიის, მათ შორის ოცნების გუწრფელ მხარდამჭერებს და მათ ნებას პატივს ვცემ. მინდა რომ ნელ ნელა, თანდათან სიძულვილი საერთოდ გაქრეს ჩვენი პოლიტიკური სივრციდან და აქ მხოლოდ იდეების ჭიდილი იყოს. ჩემთვის არჩევნების ბინძურად ჩატარებაა მიუღებელი და არა რომელიმე მოქალაქის მიერ ვინმეს სასარგებლოდ პოზიციის დაფიქსირება”, — წერს ელისაშვილი.
15 ნოემბერს ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ვარშალომიძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ 21 ნოემბერს საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორები გააკეთონ