ზუგდიდის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა ონლაინ შედგება

401

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვები იწყება. ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, კომისიების და ფრაქციების სხდომები დისტანციურად, ზუმის პლატფორმის მეშვეობით გაიმართება. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

ბიუჯეტის პროექტის განხილვების გრაფიკი:

17 ნოემბერი, 12:00 საათი – საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისია; იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისია

15:00 საათი – განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისია.

18 ნოემბერი, 12:00 საათი – ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია.

14:00 საათი – ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია.

16:00 საათი – საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”.

24 ნოემბერი, 12:00 საათი – საკრებულოს ფრაქციები: “მრეწველები”, “მწვანეები” და “კონსერვატორები” (გაერთიანებული სხდომა).

13:00 საათი – საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.

14:00 საათი – საკრებულოს ფრაქცია “ევროპული საქართველო”.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების, იურიდიული პირების, მოქალაქეების წინადადებები, შენიშვნები და შეფასებები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტზე არა უგვიანეს 25 ნოემბრისა ბარდება საკრებულოს აპარატს.