გუშინ ცესკოს შენობასთან დაკავებული 19 პირიდან ხუთის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში დაიწყო. როგორც ცნობილია, დანარჩენი 14 პირის საქმის განხილვა დღის სხვადასხვა მონაკვეთში დაინიშნება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების მიერ გამართული აქცია სამართალდამცველებმა წყლის ჭავლის საშუალებით დაშალეს.
შს სამინისტროს განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა ძალადობრივად მოანგრიეს ჯებირი, ისროდნენ ქვებს, ბლაგვ სააგნებს და სცადეს უკანონოდ შეჭრილიყვნენ შენობაში, რის გამოც 19 პირი დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ღამით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ცესკოს წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, დაშლისას აქციის მონაწილეეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდდნენ.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა თავდაპირველად აქცია რუსთაველის გამზირზე გამართეს. მას შემდეგ კი, რაც მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, ოპოზიციის მხარდამჭერებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს.