ბათუმში ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები აქციისთვის ემზადებიან

314

ათუმში, აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები იკრიბებიან.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მათი მხარდამჭერები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან შეუერთდებიან, რათა ქვეყანაში ჩატარებული – „გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები გააპროტესტონ“.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნაა საპარლამენტო არჩევნები ხელახლა ჩატარდეს, რადგან მმართველმა გუნდმა ჩატარებულ არჩევნებზე გაყალბების ყველა შესაძლებლობა გამოიყენა.

“ჩვენს მხარდამჭერებსა და ხელმძღვანელებს თავს ესხმიან, ხდება დაშინება და ფიზიკური ანგარიშსწორება. დღეს ვიკრიბებით აქ, რომ გაჩერებას არ ვაპირებთ, რათა ხელისუფლებამ ხალხის ძალა ნახოს. ჩვენ დავიცავთ თითოეული ადამიანის ხმას, და ვითხოვთ, რომ საპარლამენტო არჩევნები ხელახლა გამჭვირვალედ ჩატარდეს”,- აცხადებენ აქციაზე შეკრებილები.