გურამიშვილის გამზირზე ავარიის შედეგად 10 ავტომობილი დაზიანდა – არსებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი შეუძლოდ გახდა, რის გამოც მართვის კონტროლი დაკარგა (ვიდეო)

379

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი სავარაუდოდ, შეუძლოდ გახდა, რის გამოც მართვის კონტროლი დაკარგა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა 10 ავტომობილი.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია, მიმდინარეობს გამოძიება.

შემთხვევის კადრებს მოქალაქე სოციალურ ქსელში ავრცელებს.