ქუთაისში “ლეიბორისტების” მერობის კანდიდატის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

409

წინა სტატია

ქუთაისში “ლეიბორისტული პარტიის” მერობის კანდიდატის, ირაკლი კიკვაძის ცემის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლას სამსახურეობრივი მდგომარეობის ან იარაღის გამოყენებით, მოტყუებით, ძალადობით ან ძალადობის მუქარითა და ჯგუფურად.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან პატიმრობით ორიდან სამ წლამდე.

ცნობისთვის, “ლეიბორისტული პარტიის” მერობის კანდიდატის ირაკლი კიკვაძის ინფორმაციით, უბანზე დილიდან მათ წარმომადგენლებს ხელს უშლიდნენ, ადგილზე სიტუაციაში გასარკვევად მივიდა, რა დროსაც “ქართული ოცნების” მხარდამჭერები და ე.წ. შავი სამყაროს წარმომადგენლები მას სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

მისი თქმით, დაახლოებით 30 ადამიანი სცემდა და სახეზე დაზიანება მიიღო. ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ.

პარტიის პრესსამსახურისვე ინფორმაციით, ნაცემია ლეიბორისტული პარტიის ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატი, სამსონ გუგავაც.