პროკურატურამ რუსთავის საკრებულოს დეპუტატს ენმ-იდან ცემის მუხლით ბრალი წარუდგინა

424

შემდეგი სტატია

მთავარმა პროკურატურამ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს, ენმ-ის წვერ ვაჟა მორგოშიას, ცემის მუხლით ბრალი წარუდგინა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძებით დადგინდა, რომ 2022 წლის 12 ივნისს რუსთავში ვაჟა მორგოშიამ ორ პირთან ერთად, ზ.ვ-სთან წარსულში არსებული უთანხმოების გამო, მას სცემა.

მორგოშიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) წარედგინა.

საქართველოს პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.