ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

350

წინა სტატია

ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა სამივე პირს, რომელიც ბათუმში მრავალსართულიანი კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე იყო დაკავებული. გადაწყვეტილება დღეს, 5 ივლისს გამოცხადდა.

26 მაისის ქუჩაზე მდებარე 8 სართულიანი სახლის სადარბაზოს ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულთაგან:

ზაურ ბუდაღოვს, პირველ სართულზე ბინის მფლობელს, ვის სახლშიც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა; ამ სახლში სარემონტო სამუშაოებში ჩართულ ჰუსეინ და გიორგი სურმანიძეებს კი სამ-სამი წლით თავისუფლების აღკვეთა.

2021 წლი8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, რის შედეგადაც დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი. მხოლოდ 1 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

პროკურატურამ ამ საქმეზე ჩამონგრეული სადარბაზოს პირველი სართულის მესაკუთრე ზაურ ბუდაგოვი დააკავა, ასევე, ხუსეინ და გიორგი სურმანიძეები, რომლებიც პირველ სართულზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდნენ.

ზაურ ბუდაგოვს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით ედავებოდა, რაც გულისხმობს „სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია“, ხოლო სურმანიძეებს ქონების დაზიანების და სხვისი სიცოცხლის მოსპობის მუხლებით.

გამოძიების ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის შედეგად გამოიკვეთა, რომ სადარბაზოს ნგრევა პირველ სართულზე მიმდინარე სამუშაოებმა გამოიწვია. ბრალდების მხარის მტკიცებით, კორპუსის ნგრევა მზიდი კედლის გამოღებამ განაპირობა.

დაკავებულები წარდგენილ ბრალდებას უარყოფდნენ. პროკურატურა დაკავებულებს ბრალი სამშენებლო სამუშაოების წარმოებისა და უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის ედავებოდა და ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.