ხაშურში 60 000 ლარის ღირებულების ტრენაჟორები დააზიანეს – დაწყებულია გამოძიება

377

ხაშურში 60 000 ლარის ღირებულების ტრენაჟორების დაზიანების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, – აცხადებენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში. მათივე ცნობით, მუნიციპალური ქონების დაზიანების ფაქტზე პოლიციას რეაგირება მერიამ სთხოვა.

“სკვერებში ატრაქციონებისა და სავარჯიშო მოწყობილობების დაზიანების შემდეგ, მუნიციპალური ქონების დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, მერიამ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს, შემდგომი რეაგირების მიზნით და ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება”, – გვითხრა თათია ძინძიბაძემ, მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ აგურის ქარხნის ტერიტორიაზე, სკვერში განთავსებული ტრენაჟორების დაზიანების შესახებ ინფორმაცია 9 ივნისს გავრცელდა.