მარნეულში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი აზერ სულეომანოვი საღამოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქციას აანონსებს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბარში სულეიმანოვი აცხადებს, არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობს.
“სამწუხაროდ, “ქართული ოცნება” სპეცოპერაციას ატარებს თავისი მოსახლეობის წინააღმდეგ. მათ ძალადობის, მოსყიდვის, მუქარის გზა არჩიეს. ყველა უბანში კარუსელის, მოსყიდვისა და ზეწოლის ფაქტია. აქტიური მოსახლეობის 25%-დან ყველა ოპოზიციის მომხრეა, გარდა 5 %-ისა“, – აცხადებს სულეიმანოვი.