“ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები მარნეულის მე-3 საარჩევნო უბნის დახურვას ითხოვენ. აღნიშნულ უბანზე ყოფნისას „ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა აჰმედ იმამკულიევმა განაცხადა, რომ მე-3 უბანი ე.წ .სომხურ კარუსელს ემსგავსება.
„ამ უბანში ზეწოლა იყო ოპოზიციის დამკვირვებლებსა და კომისიიის წევრებზე. უბნიდან მათი გაშვება უნდოდათ. ახლა ჩვენ დავინახეთ, რომ რამდენიმე პირმა შიგნით შესვლა სცადა. ჩვენ ამის ვიდეო მტკიცებულებები გვაქვს. მე-3 უბანზე ე.წ “სომხური კარუსელია” , ამიტომ “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” მოვითხოვთ, რომ აღნიშნული უბანი დაიხუროს,”- განაცხადა იმამკულივმა.