მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ქალი თავისი შვილის პირადობით იყო მისული და ხმის მიცემას ითხოვდა. როგორც On.ge-ს ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება ამომრჩეველი კომისიამ უბნიდან გაუშვა.
ქალმა აღნიშნა, რომ პირადობა შეეშალა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. უბნები დღეს 20:00 საათზე დაიხურება.
ისტორიაში პირველად არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული, 120/30-ზე სისტემით გაიმართება.