ზუგდიდის 89-ე უბანზე 39 ამომრჩეველს მხოლოდ მაჟორიტარების ბიულეტენი მისცეს

377

ზუგდიდის 89-ე უბანზე 39 ამომრჩეველს მხოლოდ მაჟორიტარების ბიულეტენი მისცეს.
მომხდარს უბნის კომისის თავმჯდომარემ შეცდომა უწოდა, ხოლო”ევროპული საქართველოს” წარმომადგენელებმა არჩევნების გაყალბების მცდელობა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. 

“ზუგდიდის 89-ე უბანზე, თავმჯდომარემ ვერ უზრუნველყო არჩევნების ჩატარება. ამომრჩეველზე გაიცემოდა 1 ბიულეტენი, მხოლოდ მაჟორიტარული, და არ გაიცემოდა პარტიული ბიულეტენი. ეს არის საარჩევნო გაყალბება. 39 ამომრჩეველს არ მისცეს უფლება, ხმა მიეცათ პარტიისთვის პროპორციულად, საჩივარი დაწერილია.

კომისიის თავმჯდომარემ ზვიად კუტალიამ განაცხადა, რომ შეცდომა აღმოფხვრილია.

“კომისის არცერთ რეგისტრატორს რატომღაც არ შუმჩნევია, არავინ არ მითხრა და ამომრჩევევლმა მითხრა ეს ერთი არისო? მოხდა შეცდომა, რომელიც აღმოიფხვრა”, – განაცხადა კომისის თავმჯდომარემ.