მარნეულის პოლიციის უფროსის განცხადებით, მე-5 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

329

წინა სტატია

მარნეულის პოლიციის უფროსის, რუსლან იოსელიანის განცხადებით, მე-5 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

როგორც იოსელიანმა “ინტრპრესნიუსს” განუცხადა, გამოძიება მუქარის ფაქტზეა დაწყებული.

“ერთ-ერთმა დამკვირვებელმა განგვიცხადა მუქარის ფაქტის შესახებ, შესაბამისად, მუქარის ფაქტზე დავიწყებთ გამოძიებას. დეტალურ კომენტარს მოგვიანებით მოგახსენებთ. ვისი მხრიდან არის დამკვირვებელი, ეს ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს, ვისი მხრიდან იყო მუქარა, ესეც არ ვიცი, მხოლოდ მშრალი ინფორმაცია გვაქვს. ვინაიდან დანაშაულის შესახებ ჩვენთან ინფორმაცია შემოვიდა, გამოძიებას დავიწყებთ“, – განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, სამოქალაქო პლატფორმა “2020”-ის წარმომადგენლის, გიორგი მუმლაძის განცხადებით, მას დაკვირვებელი, საკრებულოს წევრი ზურა ჭონიაშვილი დაემუქრა, როცა ადგილიდან ჟურნალისტების გაყვანას თხოვდა.