უგულავა: ვფიქრობ, რომ მეორე ტურში მე მომიწევს ირაკლი ჩიქოვანის დამარცხება

572

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას განცხადებით, მაღალი ალბათობით ზუგდიდში მეორე ტური იქნება.

უგულავას თქმით, მეორე ტურში ხელისუფლების კანდიდატი გავა, „რადგან ის პარტიასთან არის მიბმული“, ხოლო ირაკლი ჩიქოვანის დამარცხება, როგორც უგულავამ აღნიშნა, თავად მას მოუწევს.

„ზუგდიდში მაღალი ალბათობით მაჟორიტარის ნაწილში მეორე ტური გვექნება, სამწუხაროდ, ხელისუფლების კანდიდატი გავა, როგორც სხვა ოლქებში, რადგან ისინი არიან პარტიაზე მიბმული.

საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ ვიყავით ერთიანი კანდიდატის მომხრე, იმისათვის, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარები პირველივე ტურში დაგვემარცხებინა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს სხვა პარტიებმა ჩაშალეს, უფრო სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე, ახლა ამას აღარ აქვს მნიშვნელობა.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ მეორე ტურში მე მომიწევს ბატონი ჩიქოვანის დამარცხება“,- განაცხადა უგულავამ.