მთავარი არხის ცნობით, “ქართული ოცნება” არჩევნების გაყალბებისთვის სხვადასხვა ხერხს მიმართავს და ერთი სავარაუდო შემთხვევა მარნეულში დაფიქსირდა.
მთავარის ინფორმაციით, ერთ-ერთ უბანზე გამოკრულ სპეციალურ სიაში აღმოჩნდნენ ადამიანები, ვისაც გადასატანი ყუთებით მომსახურება, წესით, არ უნდა სჭირდებოდეთ, რადგან ყველას თავისუფლად გადაადგილება შეუძლია.
“ჩემი და ჯანმრთელია, არ ვიცი ვინ ჩაწერა იმ სიაში, აზრზე არ ვარ რა ხდება, თან ის სხვა სოფელშ გათოვილი და არც მოვა ხმის მისაცემად,”- ამბობს ერთ-ერთი სიის წევრის ნათესავი.
“მთელი სოფელი ავადმყოფებად გამოაცხადეს და აქ სულ 5-6 პირია ავად,” -ამბობს სიის ერთ-ერთი წევრი.
მოსახლეობის თქმით, სწორედ ასე ცდილობს ხელისუფლება, ხალხს ორჯერ მიაცემინოს ხმა და არჩევნები გააყალბონ.