ბოლნისში კახა ოქრიაშვილის კიდევ ერთ მხარდამჭერს დაესხნენ თავს

490

ბოლნისში, “ერთიანი ნაცინალური მოძრაობის” და ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდატის, კახა ოქრიაშვილის მხადამჭერს თავს დაესხნენ. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა “ქართული ოცნების” აქტივისტები ბოლნისში ოპოზიციის მხარდამჭერებს უპირისპირდებიან. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს. 

მედიის ცნობით, ინციდენტი გუშინ, ბოლნისის ერთ-ერთ სოფელში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე მოხდა, “ქართული ოცნების” აქტივისტმა და საუბნო კომისიის თავმჯდომარემ, მამედ შამილოვმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი იგივე პიროვნებამ ოქრიაშვილის შტაბის წევრს დაურეკა, სახლიდან გამოიყავან და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დაზარალებული ფიზიკის მასწავლებელი, რამაზ ნურმამედოვია.

“გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი, კახა ოქრიაშვილი ბოლნისის რაიონის სოფელ ჯავშანიანში მოსხალეობასთან შეხვედრას მართავდა სადაც მეც ვიმყოფებოდი. შეკრების ადგილზე მოვიდა სოფლის საკრებულოს წევრი და ასევე, ამ სოფელში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მამედ შამილოვიც და ოქრიაშვილს შეაგინა, შემდეგ მეც. შეხვედრის დასრულების შემდეგ მან დამირეკა და ჩემი ნახვა უნდოდა, მითხრა კონკრეტულ ადგილზე მივსულიყავი, მეც მივედი, მანქანაში ჩავჯექი, შეურეცხყოფას მაყენებდა, შელაპარაკების შემდეგ მანქანიდან გადავედი, ისიც გადმოვიდა და დამარტყა”, – ამბობს რამაზ ნურმამედოვი.

რამაზ ნურმამედოვი ამბობს, რომ მისი ცემა მამედ შამილოვის შვილსაც სურდა, თუმცა ადგილზე მყოფმა სოფლის მოსახლეობამ მას ხელი შეუშალა.

ბოლნისში ოქრიაშვილის შტაბის უფროსი, ლალი ციხელაშვილი ამბობს, რომ სოფელში მათ შეხვედრამდე “ქართული ოცნების” წარმოამდგენლები იყვნენ და ხალხს ეუბნებოდნენ, რომ ოქრიაშვილის შეხვედრას არ დასწრებოდნენ.

შეგახსენებთ, კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის წევრს თავს ბოლნისში გუშინ, 19 ოქტომბერსაც დაესხნენ. ლევან მიქელაძის მანქანას გადაადგილების დროს, 6-ჯერ ესროლეს.

ადგილზე ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, მიქელაძემ თავდამსხმელების ვინაობაც დაასახელა, თუმცა, პოლიციას არ გამოუკითხავს. მიქელაძე მომხდარში პირდაპირ ადანაშაულებს “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატს გოგი მეშველიანსა და მის გარემოცვას. ასევე, საუბარია ბოლნისის საკრებულოს წევრზე ბექა წაქაძეზე, ხოლო მეორე თავდამსხმელად მიქალაძე აჩიკო მინდიაშვილს ასახელებს.