GWP: ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და მიმდებარე სოფლების 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის 85 მილიონზე მეტი ღირებულების პროექტები მიმდინარეობს

372
თბილისი gwp

ქალაქ ბოლნისში აზიის ბანკის მხარდაჭერით აქტიურად გრძელდება წყალარინების სისტემის მშენებლობა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე თევდორაძემ მოადგილეებთან, ქვემო ქართლის რწმუნებულ, გიორგი დოხტურიშვილთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს. პროექტების ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის გათვალისწინებულია: ქ. ბოლნისისა და დაბა კაზრეთის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანება; ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების ბალიჭის, ძველი ქვეშისა და ძეძვნარიანის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობა. ქ. ბოლნისის „ყარაბულახის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, მაგისტრალური მილის, წყალსადენი ქსელის, სატუმბი სადგურის მოწყობა. ასევე, არსებული რეზერვუარების რეაბილიტაცია.

მიმდინარე პროექტების პარალელურად, სოფელ ტალავერის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი მიმდინარეობს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში 85 მლნ. ლარზე მეტი ღირებულების პროექტები განხორციელდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.