ზუგდიდის მერია: ამ ეტაპზე ბაზრის დახურვა არ იგეგმება

530

ბაზარში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების მიუხედავად, ადგილობრივი მერია ამ ეტაპზე მის დახურვას არ აპირებს, – უთხრეს “ლაივპრესს” ზუგდიდის მერიაში. მათივე თქმით, ისინი კოორდინაციაში არიან ჯანდაცვის სამინისტროს ყველა შესაბამის სამსახურთან.

მერიისვე განმარტებით, ბაზარში არსებული ის ობიექტები, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, დახურულია. ბაზრის ადმინისტრაცია კი ახდენს თანამშრომელთა თერმოსკრინინგს.

“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ხალხმრავალ ობიექტებზე აგრძელებს სადეზინფექციო სამუშაოებს. აგრარულ ბაზარს დეზინფექცია არაერთხელ ჩუტარდა. სამუშაობი ჩატარდება დღეს სააღამოსაც. სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდება ცენტრალური ბაზარი და მიმდებარე ტერიტორია. ბაზარში გამკაცრებულია კონტროლი და მიღებულია ყველა შესაბამისი ზომები იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს კორონავირუსის პრევენცია”, – გვითხრეს მერიაში.

ბაზარი პანდემიის პირობებში, 6 აპრილს ერთხელ უკვე დაიხურა, რადგან აქ სოციალური დისტანციის და სხვა სახის დარღვევები გამოვლინდა მოქალაქეთა მხრიდან.

ზუგდიდში კორონავირუსის 48 შემთხვევა გამოვლინდა ბოლო 24 საათში. აქედან 33 ბაზარში დადასტურდა. ზუგდიდის ერთი მცხოვრები კი თერჯოლის საავადმყოფოში გარდაიცვალა.