„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობას ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით აგრძელებს.
კომპანია გლდანის რაიონში, ბაღნარისა და მანაგაძის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
Jwp-ის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება 4 კილომეტრამდე სიგრძის წყალმომარაგების ქსელი. ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყობა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, სამუშაოების ჩატარებით წყალმომარაგება გაუუმჯობესდება აღნიშნული ქუჩების 200-ზე მეტ აბონენტს.
სარეაბილიტაციო პროექტში ერთ მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს.