ანაკლიის კონსორციუმი ქალაქში გაჩენილ “ქვიშის ნისლში” ხელისუფლებას ადანაშაულებს

456

ანაკლიის კონსორციუმი მთავრობას მოსახლეობის ჯანრმთელობისთვის საფრთხის შექმნაში სდებს ბრალს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ანაკლიის კონსორციუმს მზად ჰქონდა საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული ბუნებრივი და სოციალური გარემოს დაცვის გეგმა. თუმცა, მას შემდეგ, რაც 2020 წელს მთავრობამ მათ ტერიტორიაზე წვდომა შეუწყვიტა გეგმის განხორციელება ვეღარ მოახერხეს და პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრეს.

“უყურადღებოდ მიტოვებული ტერიტორია, სადაც დიდი რაოდენობით მტვერი წარმოიქმნება, საფრთხეს უქმნის გარემოს და მოსახლეობის ჯანმრთელობას. მთავრობასკარგად ესმოდა რა ნაბიჯები უნდა გადაედგა გარემოსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების სამართავად, თუმცა არ მიუღია არანაირი ზომები.მთავრობა უპასუხისმგებლოდ მოიქცა, როდესაცუკანონოდ შეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება და დააიგნორა გარემოსა და ჯანმრთელობისდაცვითი პრობლემები ადგილზე, არ განუხორციელებია არანაირი შემარბილებელი ღონისძიება. თავისი უმოქმედობით სახელმწიფო რისკის ქვეშ აყენებს მოსახლეობის ჯანმრთელობას და ზიანს აყენებს გარემოს, როცა ასე მიშვებული აქვს საპროექტო ტერიტორია”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულება 9 იანვარს გაწყვიტა. მოსახლეობას ქვიშის ნისლმა პრობლემები ოქტომბირს დასაწყისშიც შეუქმნა.