“სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელთან, გიორგი ვაშაძესთან დებატებში პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ნაცვლად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე წავა. ამის შესახებ ინფორმაციას “ქართულ ოცებაში” ადასტურებენ.
პარტიული დებატები დღეს, 15 ოქტომბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე 23:00 საათზე დაიწყება.
გიორგი გახარია პარტიულ პოლიტიკურ დებატებში “სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელმა, გიორგი ვაშაძემ და “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გამოიწვიეს.
7 ოქტომბერს, პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ პარტიული დებატები იქნება, თუმცა, მას ხშირ შემთხვევაში ამისთვის დრო არ აქვს და გადაწყვეტილებას პარტია მიიღებს. გახარიამ აღნიშნა, რომ ის არასდროს გაქცევია არანაირ შინაარსობრივ დისკუსიას.