ჩხოროწყუს საკრებულოს დეპუტატმა “ქართული ოცნებიდან” ჯანო პერტაიამ განაცხადა, რომ საკრებულოს თავმჯდომარედ შოტა წურწუმიას არჩევამ დაადასტურა ის, რომ გახარიას პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრობასთან” ალიანსშია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
“სხდომის დასაწყისშივე გავაკეთეთ განცხადება, პარტია “გახარია საქართველოსთვის” და პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დღეს ერთმანეთს შეერწყმებოდნენ, ინფორმაციები გვქონდა, რაც კენჭისყრის შედეგებით უკვე დადასტურდა. ეს ორი პარტია ჩხოროწყუს საკრებულოში არიან პირდაპირ ალიანსში. ჩვენი კანდიდატურა იმიტომ არ დავაყენეთ, რომ კიდევ ერთხელ გვქონდა სურვილი, რაღაც დონეზე მაინც შემდგარიყო კომუმიკაცია, ისევ და ისევ ჩხოროწუს ინტერესებიდან გამომდინარე. პარტია “საქართველოსთვის” გუნდის წევრები არ წამოვიდნენ ამაზე, მათ მხრიდან იყო უარყოფილი ეს კომუნიკაცია. მათ უკვე იმდროსაც ალბათ მყარად ჰქონდათ გადაწყვეტილი ეთანამშრომლათ “ნაციონალურ მოძრაობასთან”, ფაქტი სახეზეა. ჩხოროწყუში შედგა ამ ორი პარტიის პოლიტიკური ქორწილი. ჩვენ სხდომის გადადებას ვითხოვდით, ისევ და ისევ გვქონოდა დრო კომუნიკაციისთვის. ისევ ჩხოროწყუს ინტერესებიდან გამომდინარე გვქონდა ამის სურვილი. საკრებულოს კომისიებში ჩვენ ჩავერთვებით, “ქართული ოცნება” არ იქნება ბოიკოტის რეჟიმში, ყველა სხდომის საქმიანობაში და ყველა კომისიის საქმანობაში ვიქნებით ჩართული. მოსახლეიბის უდიდესმა ნაწილმა დაგვიჭირა მხარი და ჩხოროწყუს მოსახლეობის წინაშე გვაქვს ვალდებულება”, – განაცხადა ჯანო პერტაიამ.
მანამდე, ჩხოროწყუს ახლადარჩეული საკრებოს თავმჯდომარემ შოთა წურწუმიამ თქვა, რომ ,პარტია “საქართველოსთვის” სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ალიანსში არ არის. სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ მისი მხარდაჭერა მხოლოდ მათი კეთილი ნების შედეგი იყო.
ჩხოროწყუს საკრებულომ დღეს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წარმოადგენელი აირჩია. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია “ქართულ ოცნებას”.
დღესვე თავმჯდომარემ მოადგილეები უნდა დანიშნოს.