“სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი, გიორგი ვაშაძე ქართული ოცნების ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და სთხოვს, პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია დებატებზე “გამოუშვას”.
“ბატონო ბიძინა, მთელი საქართველო ელოდება 15 ოქტომბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაგეგმილ დებატებს “სტრატეგია აღმაშენებელსა” და “ქართულ ოცნებას” შორის. ბატონი გახარია თავად ვერ იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნება წარმოდგენილი “ქართული ოცნებიდან” ამ მნიშვნელოვან დებატებზე. არადა, ხალხი ელოდება პრემიერმინისტრობის კანდიდატებისგან მოისმინოს პასუხები ყველა იმ კითხვაზე, რაც ამ წლების განმავლობაში დაგროვდა […] ამიტომაც, მოგმართავთ თქვენ, როგორც პარტიის თავმჯდომარესა და გადაწყვეტილებების მიმღებ პირს: ბატონო ბიძინა, გამოუშვით გახარია დებატებზე”, – განაცხადა ვაშაძემ.
გიორგი გახარია პარტიულ პოლიტიკურ დებატებში “სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელმა, გიორგი ვაშაძემ და “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გამოიწვიეს.
7 ოქტომბერს, პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ პარტიული დებატები იქნება, თუმცა, მას ხშირ შემთხვევაში ამისთვის დრო არ აქვს და გადაწყვეტილებას პარტია მიიღებს. გახარიამ აღნიშნა, რომ ის არასდროს გაქცევია არანაირ შინაარსობრივ დისკუსიას