სუბარი: გახარიასთან და მის პარტიასთან ჩვენ არანაირ ვაჭრობას არ ვაპირებთ

398

არანაირ ვაჭრობას არ ვაპირებთ ჩვენ გახარიასთან და მის პარტიასთან, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა.

„ამით გახარიამ საბოლოოდ თავისი პოლიტიკური გუნდის და პოლიტიკური მომავლის გაკოტრებას დაუსვა წერტილი. კოლაბორაცია შედგა „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ძალიან არ უნდოდათ ეს გამოჩენილიყო, ამიტომ ამბობდნენ ასეთ წინადადებებს, რომ ჩვენ ორივემ დაგვიჭიროს მხარი, გავინაწილოთ თანამდებობები. არანაირ ვაჭრობას არ ვაპირებთ ჩვენ გახარიასთან და მის პარტიასთან“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.