გახარია: განსაკუთრებული ამ პოლიტიკურ პროცესში არც არაფერი ხდება, ვფიქრობ, საპარლამენტო მუშაობა და საკრებულოები დღეს პრიორიტეტია – მე ამაზე ვმუშაობ

427

ვარ, ვიყავი და ვიქნები საქართველოში და თბილისში , – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა მედიის შეკითხვას, „თუ რატომ არ ჩანდა ამ დროის განმავლობაში“.

გიორგი გახარიას განმარტებით, პარტიას ბევრი სამუშაო აქვს.

„ვარ, ვიყავი და ვიქნები საქართველოში და თბილისში. ბევრი სამუშაო გვაქვს. მოგეხსენებათ, სრულიად ახალი პარტია გვაქვს, ბევრი საქმე და სამუშაოა. ამიტომ, რეგიონებში ხალხთან ბევრი მუშაობა გვიწევს. ეს არის და ეს. თან ახალა, განსაკუთრებული ამ პოლიტიკურ პროცესში არც არაფერი ხდება. მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო მუშაობა, საკრებულოები დღეს არის პრიორიტეტი, როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა მათი ინტერესი უნდა განახორციელონ, მათი ყოველდღიური პრობლემები ამ საკანონმდებლო ორგანოებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე ამაზე ვმუშაობ“, – აცხადებს გახარია.

გიორგი გახარიამ ასევე განმარტა პატრიარქ ილია მეორესთან მისი დღევანდელი შეხვედრის მიზეზი.

„მოგეხსენებათ, რომ 25 დეკემბერს არის პატრიარქის აღსაყდრების 44 წელი და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მე უნდა მიმელოცა. სამწუხაროდ, ადრე მომიწია, იმიტომ, რომ 25 დეკემბერს საქართველოში არ ვიქნები და ეს იყო ძირითადი მიზეზი, რატომაც ასე ადრე მომიწია“, – განაცხადა გახარიამ.