ვაშაძე: ბატონო გახარია, ტრამპი იცლის დებატებისთვის და თქვენ ასეთი მოუცლელი რა გჭირთ?

355

სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მიმართავს და ინტერესდება, რატომ ვერ იცლის ის დებატებისთვის, მაშინ, როცა ამერიკის პრეზიდენტსაც კი შეუძლია ამისთვის დრო გამონახოს.

“ბატონო გახარია, ამერიკის პრეზიდენს სცალია დებატებისთვის და თქვენ ასეთი მოუცლელი რა გჭირთ? რეალობა ხომ ვიცით, რომ გეშინიათ თქვენ დებატების, გეშინიათ, რომ მოხვიდეთ და ისაუბროთ ფაქტებით, გეშინიათ, რომ საზოგადოებისგან მიიღებთ მკაცრ გაფრთხილებას,” – ამბობს ვაშაძე.

გიორგი ვაშაძემ სპეციალური ვიდეომიმართვით დებატების თარიღი კიდევ ერთხელ შეახსენა გიორგი გახარიას და მას 15 ოქტომბერს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში იწვევს.