მალხაზ თორია საარჩევნო პროცესში ძალოვანების ჩართვის ბრალდებაზე: “ნაცმოძრაობას” სიცრუის ტირაჟირების გარდა, სხვა რა დარჩენია

821

წინა სტატია

“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ბრალდებებს, წინასაარჩევნო პროცესებში პოლიციელების იძულებით ჩარევასთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა უპასუხა. მალხაზ თორია ენმ-ს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს. 

ძალოვნების წინასაარჩევნო პროცესში იძულებით ჩართვაში

“არჩევნები მიმდინარეობს თანასწორუფლებიან გარემოში, ყველა კანდიდატს, პარტიას აქვს შესაბამისი საშუალება, კანონის დაცვით იმოქმედოს და იმუშაოს. მათ სხვა არაფერი დარჩენიათ და ახდენენ სიცრუის ტირაჟირებას”, – თქვა თორიამ.

“ნაცმოძრაობის” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ანა წითლიძე მმართველ პარტიას პოლიციელების წინასაარჩევნო პროცესში იძულებით ჩართვაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, სამართალდამცავები საარჩევნო უბნებს არიან მიმაგრებულები და აქვთ დავალება ესა თუ ის უბანი ნებისმიერ ფასად მოიგონ.