“ნაცმოძრაობა” ზუგდიდში “ქართული ოცნების” შტაბს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების საარჩევნოდ გამოყენებაში ადანაშაულებს

462

შემდეგი სტატია

“ნაციონალური მოძრაობა” ზუგდიდში ხელისუფლების მხრიდან საპარლამენტო არჩევნებში ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანების გამოყენებასაზე საუბრობს. ენმ-ს წევრი ანა წითლიძე მართველ პარტიას ძალოვნების წინასაარჩევნო პროცესში იძულებით ჩართვაში ადანაშაულებს.

“ჩვენ დღეს წარმოგიდგენთ სიას იმ ადამიანების, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა ძალოვან უწყებებში. არიან ზუგდიდელები, მაგრამ შეიძლება მუშაობდნენ სხვადასხვა ქალაქებში. ეს ადამიანები მიმაგრებული არიან ზუგდიდის კონკრეტულ საარჩევნო უბნებს და ავალებენ, რომ პასუხისმგებლობა აიღონ თავიანთ უბნებზე. ეს ადამიანები წარმოადგენენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ეს ადამიანები წარმოადგენენ პოლიციას და წარმოადგენენ დაცვის სამსახურსაც კი. ნაცვლად იმისა, რომ ძალოვანი ორგანოები ცდილობდნენ დაიცვან მოქალაქეების და სახელმწიფოს ინტერესები, ჩართული არიან წინასაარჩევნო პროცესში. მე მოვუწოდებ ამ ადამიანებს, რომ ნუ შეასრულებენ ამ დავალებებს. მე მოვუწოდებ ” ქართულ ოცნებას” პარტიული დავალებებით ნუ ზღუდავს იმ ადამიანებს, რომლებიც უნდა იდგნენ ქართული სახელმწიფოს სადარაჯოზე”, – განაცხადა ანა წითლიძე.