ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 11 მილიონით გაიზარდა

433

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარი 15მა დეპუტატმა დაუჭირა, ოპოზიციამ კი სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. მომდევნო წლის ბიუჯეტი 11 მილიონი ლარით გაიზარდა და 37 მილიონ ლარს გადააჭარბა.

ცნობილია, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  2 ახალი სოციალური სახლის მშენებლობისთვის 4 მილიონი ლარია გაწერილი.

ასევე, სტიქიურ ზონაში მცხოვრები ოჯახების სახლებთან ფერდსამაგრი ნაგებობები აშენდება, რისთვისაც 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. მილიონი ლარია გაწერილი შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციისთვის. გასული წლის მსგავსად პრიორიტეტულ პროექტებს შორისაა საბავშვო ბაღების  და დაწყებითი სკოლების მოწყობა-რეაბილიტაცია.

კერძოდ დაგეგმილია სოფელ მასაურასა და სოფელ შუა მახინჯაურის დაწყებითი სკოლების  მშენებლობა, რისთვისაც 700 ათასი ლარი დაიხარჯება, ასევე, 700 000 ლარია გაწერილი სოფლებში წყლის სისტემის მოწყობისთვის.

ასევე, 8 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება განათლების მიმართულებით.