„ნაცმოძრაობის” წევრები ხელვაჩაურის მერის ჯუმბერ ვარდმანიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ

373

წინა სტატია

ხელვაჩაურის საკრებულოში ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ხელვაჩაურის მერის ჯუმბერ ვარდმანიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.

როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი მიშა ბოლქვაძე აცხადებს, ჯუმბერ ვარდმანიძე არაერთ კორუფციულ საქმეშია ჩართული.

ოპოზიციის წევრები გამოცემა “ბათუმელების” ჟურნალისტის მიმართ ხელვაჩაურის მერის მხრიდან შეურცხყოფის ფაქტსაც გამოეხმაურნენ.

“ჯუმბერ ვარდმანიძეს მოვუწოდებთ დაწეროს განცხადება და თანამდებობიდან წავიდეს. 8 წლის განმავლობაში კორუფციულ გარიგებებშია ჩართულია და ასე აგროვებებს ქონებას. მილიონიანი სასტუმრო მახინჯაურში უკვე ააშენა, ეს ფული ხალხს მოპარა. გლეხს კი ერთი კვადრატის მიშენების გამო აჯარიმებს, ამ ფონზე მრავალსართულიან სასტუმროს უკანონოდ აშენებს.უამრავი ფაქტი არსებობს და ჩვენ პროკურატურასაც მივმართეთ, თუმცა უშედეგოდ.

36 ობიექტი ჩაიბარა ხელვაჩაურის მერიამ და დღესაც დაუსრულებელია, რომელიც არ ფუნქციონირებს.

უამრავი ადამიანი ამბობს, რომ კაბინეტიდან იგი მოქალაქეებს გარეთ აგდებს, გუშინ გამოჩნდა მისი დამოკიდებულება ჟურნალისტებისა და მოქალაქების მიმართ”,- აცხადებს მიშა ბოლქვაძე.