სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას, – აღნიშნულში ხედავს გამოსავალს “ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციური ერთობის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს.
როგორც უგულავა ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, ურჩხულთან ბრძოლაში სააკაშვილიც ურჩხულს დაემსგავსა.
„ბუნებრივად ისმის კითხვა ახლა რა ხდება? წავაგებთ? არა რა თქმა უნდა, თუ ფხიზლად და ყალბი მითების გარეშე შევხედავთ სიტუაციას. ივანიშვილს ვერ მოვიშორებთ სანამ ბუფერად სააკაშვილი ეყოლება აფარებული. 7 წელია ივანიშვილის თამაშია „აქეთ მე, იქეთ მიშა“. ამ დაპირისპირებაში ბიძინა იგებს, მიშას კი იმედი აქვს, რომ ოდესღაც ბიძინა ისე მობეზრდება ხალხს, რომ ადრე თუ გვიან ძალაუფლება ხელში ჩაუვარდება. ამ თამაშში ყველას თავის როლი აქვს ხალხის გარდა. ქვეყანა ჭაობში ეფლობა და მედლის ორ მხარეზე გამოსახულ “მეგატრონებს” ეს საერთოდ არ ადარდებს. გამოსავალი? ღიად და ცხადად ყოველგვარი უკანა აზრების, გარიგებების გარეშე, ღიად და გამჭვირვალედ ვთქვათ: სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას. არ შევუქმნათ კოალიცია ივანიშვილის ოცნებას და არ დავუჭიროთ მხარი სააკაშვილის პრემიერობას. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ივანიშვილის მოჯადოვებული წრის გარღვევა, რომლის, მართალია ნაკლები პასუხისმგებლობით, მაგრამ სააკაშვილიც შემოქმედია. ურჩხულთან ბრძოლაში ის სამწუხაროდ, ამ ურჩხულს დაემსგავსა. მე გული მტკივა, რომ ამის აღწერა მიწევს. „ევროპულმა საქართველომ“ და მე პირადად ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ოპოზიციას ზემოთაღწერილი სცენარით ებრძოლა და გაემარჯვა, მენანება ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც, მაგრამ ქვეყანა და მისი მომავალია მთავარი. გარდამტეხი ცვლილებები გვჭირდება, რაც ამ მოჯადოვებული წრის გარღვევას გულისხმობს“, – განაცხადა უგულავამ.
ამასთან, უგულავას თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რეაქციონერებისა და რეტროგრადების პარტიად გადაიქცა და სააკაშვილმა ოპოზიციური ერთობას ზურგში დანა ჩაარტყა.
„ბრძოლის მოდელი “სატახტოთა თამაშების” მიხედვით რომ აღვწეროთ, იყო შემდეგი: ყველა პარტია ცენტრსა და ფლანგებში განლაგებული ლაშქარივით, ხოლო ლიდერები მაჟორიტარებად. მარტივად, ადამიანები წყვდიადის მეფის და თეთრი მოხეტიალეების ანუ ბიძინასა და „ქოცების“ წინააღმდეგ. ახლა ომის წინა სცენა გვექნებოდა, როცა ბევრი ერთმანეთთან წარსულში დაპირისპირებული ლიდერი წყვდიადის ზომბების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, როგორ შეხმატკბილებულად ემზადება. სააკაშვილი ამ სცენარში მოიქცა როგორც სერსეი ლანისტერი. ზურგში დანა ჩაარტყა ოპოზიციის ერთობას – მხოლოდ საკუთარი ერთპიროვნული ძალაუფლებისთვის. მეტი მიზანი და იდეა მას უბრალოდ არ აქვს. ამის შედეგია, რომ „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი მთავარი, ერთ დროს მმართველი და შემდეგ დაუნდობელი დევნის მსხვერპლი პარტია, გადაიქცა რეაქციონერებისა და რეტროგრადების პარტიად. ახლა თავს იწყნარებენ მთავარი ლიდერია და არა სიაო. დიახ, მთავარი ლიდერია, ოღონდ ეს სია ამ ლიდერის სარკეა“, – აცხადებს უგულავა.
რაც ვერ შეძლო ბიძინამ, გააკეთა მიშამ
✅ამოცანაა: 1. ოცნება 40% ქვევით დარჩეს 2.ყველა ოპოზიცია ჯამურად იყოს ნაცმოძრაობაზე მეტი 3. კოალიციური მთავრობა სააკაშვილის მონაწილეობის გარეშე✅7 წელია ივანიშვილის თამაშია აქეთ მე იქეთ მიშა და ასეთ დაპირისპირებაში ბიძინა იგებს. მიშა ბიძინას ბუფერად იქცა ✅უცნაური არჩევნებია: წინ მუშტი ივანიშვილს და იქვე უკან იდაყვი სააკაშვილს. ესაა გამარჯვების ფორმულა დღეს✅ენმ-ში ბევრი პატრიოტი ადამიანია. სააკაშვილის პერსონალური საკითხის გამო ივანიშვილს ხელისუფლებაში არავინ დატოვებს✅მერაბიშვილმა გააღვიძა სააკაშვილის ყველაზე ბნელი ინსტიქტები, რომ ენმ-ს მარტო შეუძლია გამარჯვება, რომ ის უნდა იყოს პრემიერის კანდიდატი და რომ სწორედ ის[მერაბიშვილი] ადგილზე უზრუნველყოფდა ამას. სააკაშვილმა ოპოზიციის ერთობას ზურგში დანა ჩაარტყა✅გული მტკივა ამის გამო, მაგრამ ქვეყანაა მთავარი✅ენმ გადაიქცა რეაქციონერებისა და რეტროგრადების პარტიად, სავაჭრო სახლად✅ჩვენ, ვისაც ოცნება"ნაცებს" გვიწოდებს სინამდვილეში ვართ ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობა, ვისაც აღარ გვინდა საბჭოთა გადმონაშთი ჩვენს სახელმწიფოში. ჩვენს ხვა და სხვა პარტიებში ვართ, მაგრამ შეგვიძლია ცივილურად თანაარსებობა
Posted by გიგი უგულავა / Gigi Ugulava on ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2020