ზუგდიდის მერია სასტუმრო “ოდიშის” ყოფილ შენობას ელექტრონულ აუქციონზე 2.5 მილიონ ლარად ყიდის. მისი ღირებულება 1.5 მილიონი ლარით გაიაფდა. მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ქონება (პირველი სართულის ნაწილი და მეორე-მესამე სართული) თავდაპირველად გამოცხადებულ აუქციონზე ვერ გაიყიდა, მაშინ მერია შენობას 4 მილიონ ლარად ყიდდა. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.
აუქციონი პირობიანია და მყიდველმა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი წლის განმავლობაში სასტუმროს ან კომერციული ფართების მოწყობისთვის 4 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
“აღნიშნული ინვესტიციის 30% განხორციელება ხელშეკრულების გაფორმებიდან პირველი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს. შემძენს ექნება შესაძლებლობა არასაცხოვრებელ ფართზე დააშენოს მანსარდული ტიპის მე-4 სართული”, – ვკითხულობთ აუქციონის პირობებში.
აღნიშნულ შენობაში მცხოვრები დევნილების განსახლება სახელმწიფომ 2021 წლის 1 აპრილამდე უნდა უზრუნველყოს.
შესაბამისი აუქციონი დღეს გამოცხადდა და ვაჭრობა 5 ნოემბერს დასრულდება.